воскресенье, 28 июня 2015 г.

ტრენინგის მეცხრე დღე
  
  ჩვენი  მუშაობა დასასრულს უახლოვდება, დღეს ტრენინგის ბოლო, მეცხრე, დღეა. დღევანდელ დღეს მე და ჩემმა კოლეგებმა წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, გადავხედეთ ჩვენს მიერ  შედგენილ სასწავლო პროექტის  პორტფოლიოს და მისი  დასრულების   შემდეგ  ავტვირთეთ
   ბლოგზე.  შევაფასეთ ერთმანეთის  ნაშრომი.   მივიღეთ უკუკავშირი, იმედია, ეს ტრენინგები აამაღლებს   ჩვენი მუშაობის ხარისხს და   ჩვენი ჩატარებული  გაკვეთილები   უფრო ეფექტური იქნება, აუცილებლად გამოვიყენებ  შეფასების ელემენტებს, ვიქნები  კარგი ფასილიტატორი,  ვფიქრობ,     შემიძლია განვახორციელო   საინტერესო პროექტები,  რომლებიც შეესაბამება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს.
      მადლობა  ჩვენს ტრენერს დიანა მიქაძეს, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალი და გულისხმიერი ადამიანია და პედაგოგებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ შრომისმოყვარეობით და საქმიანი რჩევებით.
    მიხარია, რომ გაგიცანით. იმედია, მომავალში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
                                                                         გისურვებთ წარმატებებს!.. 
ტრენინგის  მერვე დღე

   დღეს ვიმუშავეთ და გავაანალიზეთ მეშვიდე მოდულის  პროგრამა,  კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ თუ რა არს ფასილიტაცია  რას ნიშნავს ფასილიტატორი მასწავლებელი.  მოვახდინეთ  ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია,  შევასწორეთ შეცდომები. ბევრი სიახლე  და დიდი გამოცდილება მივიღეთ. ამ ტრენინგის საშუალებით შევძლებ
 მოვამზადო პრეზენტაცია. კონსტრუქციულად შევაფასებ და გავუზიარებ ჩემს კოლეგებს ჩემს შეფასებებს.საპრეზენტაციო ჩვენება საზოგადოების  წარმომადგენლების
 ჩართულობას შესაძლებლობას  გვაძლევს.


  ტრენინგის  მეშვიდე დღე

        გავაკეთეთ  მოსწავლის   სავარაუდო  ნამუშევრის პრეზენტაცია,  კოლეგებისაგან მივიღე უკუკავშირი, მოვახდინე ზოგიერთი დეტალის შეცვლა და დახვეწა.  გავეცნით როგორც  მასწავლებლის,  ასევე  მოსწავლის შეფასებისა და  თვითშეფასების  რუბრიკის  ნიმუშებს.  შევიმუშავეთ  ჩვენი  პროექტისთვის  გამოსადეგი და შესაბამისი რუბრიკა.  მოვახდინეთ  მოდული  6-ის დეტალური ანალიზი . გავეცანით  სპეციალური შესაძლებლობის   ბავშვებთან მუშაობის პრინციპებს, რაც აუცილებლად გამოგვადგება პრაქტიკაში.


ტრენინგის  მეექვსე დღე

    ვისაუბრეთ  (განმეორებით)  საავტორო  უფლებების  გამოყენებაზე.  გავაკეთეთ   დავალებად  მოცემული  სლაიდშოუს  პრეზენტაცია.  დავათვალიერეთ   მოსწავლის  ნაშრომის  ნიმუშები,  რომლის მიხედვითაც  დავიწყეთ  მუშაობა მოსწავლის  თვალით დანახული  ნაშრომების  ჩვენეულ  ვერსიებზე,  კიდევ ერთხელ  გადავათვალიერეთ და სისრულეში მოვიყვანეთ  ჩვენი პორტფოლიო.  
ტრენინგის მეხუთე დღე

    გავეცანით  საავტორო უფლებების  გამოყენებას, რამდენად დიდი სიფრთხილით  უნდა მოვეკიდოთ  სხვისი ნაშრომიდან დეტალის  ამოღებას.  ვისწავლეთ  კომენტარების
გაკეთება ვორდში, რაც აუცილებლად  გამოგვადგება მოსწავლეთა  ნამუშევრების შეფასებისას. ვიმუშავეთ  სასწავლო პროექტის პრეზენტაციის  შექმნაზე,  ვნახეთ  მისი ნიმუშები.
ტრენინგის მეოთხე დღე


        დღევანდელ მეცადინეობაზე  მნიშვნელობანი იყო შეფასების სტრატეგიების და მეთოდების  გაცნობა,ვისაუბრეთ  განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებაზე.
გავიგეთ, რომ  შეფასება  აუცილებელია  პროექტის მომძადების და მასზე მუშაობის მანძილზე  და არა მხოლოდ პროექტის დასრულების შემდეგ, გავეცანით ერთმანეთის გეგმებს, გავაანალიზეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრიბი კითხვების რაობა.
დღემ საინტერესოდ  ჩაიარა ,

ტრენინგის მესამე დღე


      დღევანდელი დღე ბევრისმომცემი იყო ჩემთვის;  გავიარეთ ბლოგზე  ფონის შეცვლა,
ავტვირთეთ სურათები,  გავიხსენეთ ვორდში  მუშაობისთვის  საჭირო  რესურსი  და შესებამისად  გამოვიყენეთ.ერთმანეთის  ბლოგზე  გავაგზავნეთ  კომენტარები,  დავწერეთ  პასუხები,  რაც  გამოგვადგება ინტერნეტით  ურთიერთობისათვის. უფრო
დეტალურად  გავეცანით  ბუკლეტების  მნიშვნელობას,  ვიმუშავეთ  მისი  დიზაინის
შექმნაზე,  ვისწავლეთ ბუკლეტების ატირთვა ინტერნეტში.





ტრენინგის პირველი  მეორე დღე
      დავიწყეთ  ტრენინგი ,, ინტელის ძირითადი კურსი“ ,  დღე იყო დატვირთული და ძალიან საინტერესო:   გავეცანით  ელექტრონული წიგნების  სტრუქტურას,  რომელთანაც მანამდეც გვქონდა შეხება,  გავეცანით  საქაღალდეების  შინაარსს.   დღეს ნასწავლი ელ.წიგნში ნავიგაცია ძალიან დაგვეხმარება სწრაფად და ეფექტურად მოვძებნოთ  სასურველი  ინფორმაცია.   დავათვალიერეთ  სხვა მასწავლებლების ნიმუშები, ეს მოგვცემს გზას, უკეთესი მუშაობისათვის.

პროექტებით მუშაობისათვის,  დავიწყეთ  სასწავლო გეგმაზე მუშაობა.  გავეცანით   ბროშურების  დანიშნულებს,  რომელიც პროექტებზე მუშაობის ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი  დეტალია,  საზოგადოებისთვის  პროექტის  შინაარსის  გაცნობისა.